Monday, June 14, 2010

არტეფაქტები

1. პროექტის სახელწოდება: არტეფაქტები

2.პროექტის მოკლე აღწერა: ერთი ჯგუფი დაესწრება არქეოლოგიურ გათხრებს ,მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით, მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თუ როგორ ხდება მოპოვებული ნივთების აწყობა ლაბორატორიაში,.:;

გადაიღონ ფოტოები და განათავსონ საიტზე

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები ესწრებიან არქეოლოგიურ გათხრებს ( დმანისში,ვანში, მცხეთაში ) მოპოვებული მასალის გასუფთავებას და ამზადებენ ლაბორატორიაში გასაგზავნად. იკვლევენ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ნივთს როგორც ისტორიულ წყაროს,ამზადებენ ნაშრომს პრეზენტაციისათვის.

4. მონაწილეთა ასაკი:10-12წწ.

5 .ვადები: 2-3 კვირა ჯგუფური მუშაობა,

6 .პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ინფორმაციის, მოძიება, ინტერვიუების გაკეთება, სურათების გადაღება,

7.მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები საკუთარი კვლევის შედეგებს ჩამოაყალიბებენ თემების სახით და მოაწყობენ განხილვას შეიძლება გამოუშვან

ჩანაწერთა კრებული სადაც გადმოსცემენ შთაბეჭდილებებს.

8.სარგებელი სხვისთვის: თანატოლები, ისტორიის მასწავლებლები და ამ საკითხით დაინტერესებული პიროვნებები

9.სამუშაო ენა: ქართული

10.საგანთა კავშირი; ისტორია, ქიმია, გეოგრაფია